
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულ დეპუტატებს შეიძლება ჰქონდეთ ეს განცდა, რომ ეს კეთდება ქვეყნის მომავლისთვის, და მათ დაუჭირონ მხარი რომელიმე 2 კანდიდატს, და საბოლოო ჯამში ეს რეკომენდაცია სრულად იყოს შესრულებული. თუმცა ამ ეტაპზე რეკომენდაციის უდიდესი ნაწილი შესრულებულია და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ კვირას ამ რეკომენდაციას ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენ გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი ავირჩიეთ, რასაც მოჰყვა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იმ ოპოზიციონერთა დაბულინგება, რომლებმაც გააკეთეს თავისუფალი არჩევანი და ხმა მისცეს ევრორეკომენდაციის შესრულებას, მაშინ როდესაც „ნაცმოძრაობამ" და მისმა შენაერთებმა პირდაპირი საბოტაჟი გამოუცხადეს 12 პუნქტის შესრულებას. შემდგომში ხმათა უმრავლესობამ გამოკვეთა 4 კანდიდატი. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ კონსულტაციები გამართულიყო ამ 4 კანდიდატის ირგვლივ და ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პროცესს გაემიჯნა. ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ კონკრეტულ დეპუტატებს შეიძლება ჰქონდეთ ეს განცდა, რომ ეს კეთდება ქვეყნის მომავლისთვის, და მათ დაუჭირონ მხარი რომელიმე 2 კანდიდატს ამ 4-დან, და საბოლოო ჯამში ეს რეკომენდაცია სრულად იყოს შესრულებული. თუმცა ამ ეტაპზე რეკომენდაციის უდიდესი ნაწილი შესრულებულია და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ კვირას ამ რეკომენდაციას ბოლომდე მივიყვანთ", - აცხადებს მიქანაძე.