რეზონანსი
01.04.2023

ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში მარტში გამართული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.

მისი თქმით, იმ პირებს, ვინც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გმირად მოიხსენიებს, გმირობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

„თქვენ მართლა თავში „სკვაზნიაკი" ხომ არ გაქვთ?! ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი??? გმირობაზე რომ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ვიცით, მაგრამ გმირის განმარტება ენციკლოპედიაში მაინც წაიკითხეთ და მერე გამოეფინეთ აქ თქვენი მოწოდებებით. ერთი დაიმახსოვრეთ, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და არავის შერჩება სახელმწიფოებრიობაზე შტურმის მიტანა. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, მათ შორის, ცხადია, ის სუბიექტიც", - წერს გვიდიანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×