რეზონანსი
01.04.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკარგული აქვს განცდა იმისა, თუ რა პოზიციას იჭერს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ „ღია კარის მტვრევას" ემსგავსება.

„მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მსხდომი სხვა პოლიტიკოსებისაგან არაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" მხარეს მყოფი ელექტორატის პოზიციას ის ნამდვილად არ გამოხატავდა. ერთი რამ თვალსაჩინო და ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა თვითონ, დაკარგული აქვს. ეს პოზიცია ტენდენციურია და მას არ შეიძლება დაერქვას „ყველას პრეზიდენტის" პოზიცია.

რაც შეეხება მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მსგავსი განცხადებების აზრს მე საერთოდ ვერ ვხედავ. პრეზიდენტს აქამდე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იდეები გამოეხატა და მისთვის კარი არავის მიუხურავს. ახლა მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება, რადგან 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ხელისუფლებამ დეპოლარიზაციისა და დერადიკალიზაციის მიმართულებითაც ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×