რეზონანსი
01.04.2023

ევ­რო­კო­მი­სია მზა­დაა, 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ცე­მის რე­კო­მენ­და­ცია. ბრი­უ­სელ­ში "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ამ მზა­ო­ბას თან ახ­ლავს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი დათ­ქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ 6-თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­დად­გამს მო­რიგ ნა­ბიჯს ევ­რო­კავ­ში­რის­გან დის­ტან­ცი­რე­ბის­თვის და რე­ფორ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად­ვე, ოქ­ტომ­ბერ­ში, ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი ან­გა­რი­შე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფონ­ზე, ევ­რო­კო­მი­სია გას­ცემს უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას.

რა­დი­ოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თბი­ლი­სი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში არ გა­დად­გამს შემ­დგომ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას და­ა­შო­რებს ევ­რო­კავ­შირს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში, მას შემ­დეგ, რაც "ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს“ ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­რულ მოხ­სე­ნე­ბებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, ევ­რო­კო­მი­სია გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ­რი­გად, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში თბი­ლი­სი კვლავ ჩა­მორ­ჩე­ბა კი­ევ­სა და კი­ში­ნი­ოვს.

რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ჟურ­ნა­ლის­ტი რი­კარდ იოზ­ვი­ა­კი ამ­ბობს, რომ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

პირ­ვე­ლი - საკ­მა­ოდ დიდი დრო რჩე­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­სე­ნე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე. გარ­და ამი­სა, ევ­რო­კო­მი­სი­ამ და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­აც რომ გა­უ­წი­ოს თბი­ლი­სის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის 27 წევ­რმა ქვე­ყა­ნამ უნდა მი­ი­ღოს - სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში.

იოზ­ვი­ა­კი ამ­ბობს, რომ ბრი­უ­სე­ლის სიჩ­ქა­რე, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წელს იმარ­თე­ბა.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ხოლო მა­ის­ში ბრი­უ­სე­ლი თბი­ლისს წა­რუდ­გენს შუ­ა­ლე­დურ შე­ფა­სე­ბას, მაგ­რამ ზე­პი­რად და და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×