რეზონანსი
01.04.2023

რუსთავში მაღაზიის მენეჯერს სცემეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, შარტავას გამზირზე, სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში, 50 წლამდე მამაკაცმა პროდუქტის მოპარვა სცადა. ფაქტის შესახებ შეიტყო მენეჯერმა რის შემდეგაც მამაკაცს მოუწოდა რომ პროდუქტის საფასური გადაეხადა. მენეჯერსა და მომხმარებელს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რა დროსაც მენეჯერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მოპარული პროდუქტი. მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×