რეზონანსი
31.03.2023

ვაჟა-ფშაველას გამზირს რეაბილიტაცია მიმდინარე წელს აღარ ჩაუტარდება. რაც შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ტენდერი უკვე დასრულებულია, გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვთ, უშუალოდ სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ვაჟა-ფშაველას გამზირს მიმდინარე წელს არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია, დანარჩენი ინფორმაცია გამოქვეყნდება. უახლოეს გეგმებში იყო გათვალისწინებული, თუმცა მიმდინარე წლის, ბიუჯეტი რომ დაზუსტდა, ბიუჯეტში აღარ იყო. ანუ როცა გაჟღერდა უახლოესი წლების გეგმები და დიდი პროექტები, იქ იყო მოხსენიებული“, - აღნიშნეს თბილისის მერიაში.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ მონაკვეთადაა დაყოფილი ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე, გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე და სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე, საიდანაც ორ ტენდერზე ერთმა კომპანიამ შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა“ გაიმარჯვა, დარჩენილი ერთი მონაკვეთის სამუშაოებს კი მეორე კომპანია შპს „ერ ტე დე“ განახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 453 589 ლარს შეადგენს. უშუალოდ სამუშაოები კი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილია ე.წ. დიდუბის ხიდის (შალიკაშვილის სახელობის ხიდის) რეაბილიტაციაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×