რეზონანსი
30.03.2023

პოლიტიკურად მიკერძოებული და სააკაშვილთან დაკავშირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არათუ ხელს უწყობენ, რომ მან საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ ყველაფერს, მნიშვნელოვანია ჯანსაღი აზრი - კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკის წარმომადგენლის კომპეტენტური აზრია, რომ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა "თხევადი თუ სხვა ფორმით" მიიღოს საკვები.

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და პაციენტზე ზრუნვის ინტერესი. ამ კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საკვები და შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამაზე მიზანმიმართულად უარს ამბობს. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან პოლიტიკურად მიკერძოებული და დაკავშირებული სააკაშვილთან, ისინი არათუ ხელს უწყობენ, რომ ამ ადამიანმა საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ჯანსაღი აზრი, კონკრეტული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის კომპეტენტური აზრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს. ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ საკვები მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ პატიმრის უფლება დაიცვას და მას შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, სახელმწიფოს მხრიდან ეს შესაძლებლობა არსებობს და ახლა უკვე დარჩენილია მისი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი მიზანმიმართულად არ დააზიანოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×