რეზონანსი
30.03.2023

კობახიძის თქმით, სააკაშვილის დამცველები დროს წელავენ.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში", - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 28 მარტს განაცხადა, რომ სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×