
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინას 2023 წლის გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევისთვის "ძალიან კარგი შანსები აქვს".
როგორც მან აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე თქვა, უკრაინას ამჟამად "მნიშვნელოვანი უპირატესობა" აქვს რუსულ ძალებთან შედარებით. გარდა ამისა მისივე თქმით, ამჟამად "ბახმუტის რაიონში საკმაოდ სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს."
"უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის რეზერვები ისე ამოწურეს, რომ ვერავინ წარმოიდგენდა" - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, ოსტინის თქმით, ახლა რუსეთი T-54 და T-55 ტანკებს, იმ ზარალის გამო ასუფთავებს, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს.