რეზონანსი
28.03.2023

აჭარაში ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

"ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შეტყობინების შესაბამისად მეხანძრე - მაშველები რეაგირებას ახდენენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული.

"ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტრო გადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრო ბოძები არის წაქცეული",- განაცხადეს ბათუმის მერიაში

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

წყარო: "აიპიენი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×