რეზონანსი
28.03.2023

კულებამ ბოდიში მოიხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე გამოსვლა ვერ შეძლო, ვინაიდან, ქვეყნის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე რაიონებს სტუმრობს.

"თუმცა რუსეთი ცდილობს უკრაინა გაანადგუროს, მისი აგრესია არა მხოლოდ უკრაინას ეხება. რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო წესრიგის დაშლას, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე არის დაფუძნებული. 9 წელზე მეტი ჩვენი საუკეთესო შვილები არა მხოლოდ მომავლისთვის იბრძოდნენ, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იცავდნენ. ამ ბრძოლაში ჩვენ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ", - განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის გარანტირება მხოლოდ ყოვლისმომცველ სამართლიანობას შეუძლია.

"ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ უკრაინელი ერი მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გარანტირებული იქნება რუსული აგრესიის სრული შეწყვეტა, რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინული "მშვიდობის ფორმულა" მოიცავს ომის დასრულების ყველა ამ სამართლიან პირობას", - განაცხადა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×