რეზონანსი
28.03.2023

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია უკრაინაში ომის გადაწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა უარი თქვა დეტალების გამხელაზე.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის იოლი იქნება.

„თუ ეს არ მოგვარდება, მე მოვაგვარებ 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან და ძალიან იოლი მოლაპარაკებები შედგება, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან მაშინ მე ამას ვერ გამოვიყენებ. მე მოვაგვარებ ამას ერთ დღეში", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×