
ბინესმენი კახა ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
"ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე.
ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს!"
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0n8zwWdVBnvsNVb1m247GvLmxiJuQiqQzQq8NRt7cAeVNbjSMABn8PuAB5D4VKVPdl&id=100057157432645&mibextid=Nif5oz