რეზონანსი
28.03.2023

ის რაც საკმარისია პიარისათვის, რათა ვინმე დააჯერონ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეიძლება უფლებების დარღვევას ჰქონდეს ადგილი, სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები არც ერთ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება - ამიტომაც ითრევენ ფეხს სარჩელის წარდგენისგან, რადგან იციან, რომ ასეთი სარჩელი მარცხისთვის განწირული იქნება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე ნორვეგიაში სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის პრიზის გადაცემასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ცინიკური" უწოდა.

„უამრავმა ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობა ტრაგედიის ფასად იწვნია. ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია. სააკაშვილმა არა თუ თავი არ გამოიჩინა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში წვლილის შეტანით, მას ამის სრულიად საპირისპიროს კეთებაში აქვს დიდი წვლილი. ამ ფონზე მისი დაჯილდოება ცინიკურად გამოიყურება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის შეცდომითა და რაღაც ემპათიით გამოწვეული გადაწყვეტილება, რასაც ადგილი შეიძლება საკითხში გაუთვიცნობიერებლობის გამო ჰქონდა. სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ პირიქითა საქმის კეთების გამო შეიძლება ანტიგმირის წოდება მინიჭებოდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×