რეზონანსი
28.03.2023

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს მიმართავს და სთხოვს, ხელი შეუწყოს კლინიკა ვივა მედში ომბუდსმენის კონსილიუმის შესვლის პროცესს.

განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა.

"ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს,მით უფრო,იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის თქმით, კონსილიუმის წევრებს მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები, რაც მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლადაა საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×