რეზონანსი
26.03.2023

როგორც ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას" განუცხადა, მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს.

ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრმა განათლების პოლიტიკის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ყველაფერი საუკეთესო უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს. სკოლის ინფრასტრუქტურით დაწყებული, მასწავლებლის მხარდამჭერი ღონისძიებებით გაგრძელებული. მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ დღეს უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს.

ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რომელიც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება და წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას", - განაცხადა ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×