რეზონანსი
26.03.2023

რატი ბრეგაძე სააკაშვილის თვითდაზიანებასა და რადიკალური ფრთის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს. ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა „იმედის კვირასთან" გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას" განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს როგორც მსჯავრდებულს, ასევე მისი გარემოცვის ახლო წევრებს, იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ თავისუფლების უკანონოდ მოსაპოვებლად", - აცხადებს ბრეგაძე.

მისივე თქმით, მოთხოვნა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეყვანის შესახებ შესაბამის უწყებას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ და ისიც არასწორი ფორმით მიაწოდეს, რის შესახებაც გიული ალასანიას ინფორმაცია მიეწოდა.

„იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჯერ კიდევ არ შემოსულა ექიმების კონკრეტული სია, რომელთა შესვლასაც ეს ადამიანები ითხოვენ. როდესაც მსგავსი თხოვნით მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სრულყოფილად დაცვით, უკვე გვექნება შესაძლებლობა შემჭიდროებულ ვადებში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება", - დასძინა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×