რეზონანსი
25.03.2023

დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

„პირველად ეს მოხდა 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დავაწესეთ. მაშინვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორედ კი ეს მოხდა 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ, ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა.

ამით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებასაც მინდა გამოვეხმაურო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე, 4 და 5 კომპანიას, ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზეც ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. სწორედ ასეთი შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×