რეზონანსი
24.03.2023

„კორტების სპეცოპერაციის" დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდა მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოჯახისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეს იყო მიზანმიმართული, განზრახ მკვლელობა. უდანაშაულო ბიჭები დახოცეს და ოჯახები გაანადგურეს", - ამბობს მანანა ვაზაგაშვილი.

დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×