რეზონანსი
24.03.2023

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თხოვნა გადასცა.

„მინდა ქალბატონ ანალენა ბერბოკს გადასცეთ, რომ 1917-21 წლებში რაც დაგვემართა, რაც დაგვემართა 1990-იან წლებში და შემდგომში, 2008 წლის ანექსიის დროს, ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და ნუ დააყენებენ საქართველოს ამ რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ გერმანიის იმედად იყო პირველი რესპუბლიკა, ევროპის იმედად იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ახლა ვართ დასავლეთის და ევროპის იმედად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია და ჩვენ ნუ დაგვაღალატებს ევროპა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მანვე ილია დარჩიაშვილს და სამინისტროს გუნდს კომიტეტთან თანამშრომლობისთვის და დიასპორაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×