რეზონანსი
24.03.2023

გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები მიუტანონ, მაგრამ როდესაც დედა, ძმა ან შვილი ხარ, როგორ შეიძლება ასე მოიქცე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებას საქართველოს მთავრობა ვერც გათავისუფლებით და ვერც საზღვარგარეთ გადაყვანით ვერ უპასუხებს, რადგან საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისთვის გამოსავალი არის ის, რომ მან ჩვეულებრივად მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები. რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება. წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები მიუტანონ, მაგრამ როდესაც დედა, ძმა ან შვილი ხარ, როგორ შეიძლება ასე მოიქცე. კეთილი ინებონ და თვითდაზიანების მცდელობებს თავი დაანებონ. ასეთ შემთხვევაში პრობლემა აღარ იქნება. პრობლემა არის ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია და აქედან გამომდინარე, წონაში იკლებს. ამ სამარცხვინო ქმედების წახალისება, სამწუხაროდ, გარედან ხდება. ამ სამარცხვინო მოვლენას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერც გათავისუფლებით და ვერც საზღვარგარეთ გადაყვანით ვერ ვუპასუხებთ. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×