რეზონანსი
24.03.2023

რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს

„რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს.

ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×