რეზონანსი
23.03.2023

დღეს ცნობილი გახდა რომ მამაკაცს, რომლის ცხედარიც გუშინ ლიფტში იპოვეს დანით 50 ჭრილობა აქვს მიყენებული. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია.

დაკავებულია 39 წლის მამაკაცი - მოკლულის მეგობარი და მეზობელი, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი დანაშაულისთვის ბენზინიც კი, მომარაგებული ჰქონდა.

მკვლელობის შემდეგ ემინ ალიევმა სისხლიანი ტანსაცმელი მეზობელ კორპუსში გამოიცვალა და მიიმალა, თუმცა შორს ვერ წავიდა, კურიერის ინფორმაციით ის პოლიციამ იმავე უბანში: მუხიანში აიყვანა.

ასევე რუსთავი ორისთვის ცნობილი ხდება, რომ სისხლიან გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტი. გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს დანაშაულის მოტივზე. დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×