რეზონანსი
23.03.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტი არ არის ერთადერთი საკითხი, რის გამოც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის ფართოდ იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და მიზეზით. ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რაზეც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს. პარტიაში ჩემი უკმაყოფილება იყო პოლიტსაბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, გამჭვირვალედ არ ჩატარდა, ასევე 9 აპრილის აქციასთან, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან და ასე შემდეგ. თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე თავიდანვე განსხვავებული პოზიცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადული არანაირი პრობლემა არ მაქვს და ლევან ხაბეიშვილი იყო ძალიან კარგი ანტიკორუფციული მიმართულებით, საკრებულოს ძალიან კარგი წევრი, ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მიზეზები დავასახელე, მათ შორის ის, რომ ყველა წევრის ინტეგრაცია შეიძლება ვერ მოხდეს და ეს პოლიტსაბჭოზე დადასტურდა. სხვადასხვა განსხვავება მაქვს და პრინციპში, ამაში ერთ-ერთი როლი ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ. ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, რადგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ, პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია, რადგან 2012 წლის პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, პარტიამ თავისი ზიანი უკვე მიიღო", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×