რეზონანსი
23.03.2023

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორმაგ გადამოწმებას მიმართავენ, რათა ანგარიშში შესული ინფორმაციის სანდოობა იყოს უზრუნველყოფილი.

„აშშ ათეულობით წლის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელიც ეხება არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს, არამედ საკითხებს და რომლებიც სანდო წყაროების მთელ სპექტრს ეფუძნება.

ჩვენ ორმაგ გადამოწმებას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ანგარიშში შესული ინფორმაცია არის სანდო და უტყუარი. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ადამიანებს, დაუბრუნდნენ და წაიკითხონ წინა ანგარიშები, რადგან ისინი ქრონოლოგიურად წარმოადგენენ როგორც იმ სფეროებს, სადაც საჭიროა გაუმჯობესება, ასევე იმათ, სადაც მიღწეულია რეალური პროგრესი.

საქართველოში, თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები. ვიმედოვნებთ, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში განხილული იქნება, როგორც სასარგებლო რესურსი ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×