რეზონანსი
23.03.2023

თბილისში ჩამოსვლამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ საქართველო განიცდის ზეწოლას ქვეყნის შიგნიდან და გარედან. მის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრაზე ის განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას გადასადგმელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრაზე ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით - თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან", - წერს ანალენა ბერბოკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×