რეზონანსი
23.03.2023

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ვიზიტს საქართველოში ეხმაურება.

„ანალენა ბერბოკის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ის მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში, მეორე მხრივ კი, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას. ეს ვიზიტი ამის ძალიან ნათელი დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში იმატა მეგობარი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტებმა", - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×