რეზონანსი
22.03.2023

ინფექციონისტების თქმით, ბოლო პერიოდში კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, გაზრდილია ინფიცირებულთა ასაკიც. ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი აცრისკენ მოუწოდებს იმ მოზრდილებს, რომლებიც რისკ ჯგუფში არიან.

"ახლა გვაქვს ეპიდაფეთქება, უამრავ ადამიანს აქვს ჩუტყვავილა. საყურადღებოა, რომ მოზრდილებში საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. მოზრდილებმა განსაკუთრებით უნდა გამოიჩინონ ყურადღება და ჯობს, თუ მოზრდილს აქვს ჩუტყვავილა მიმართოს ექიმს. უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებში მსუბუქად გადაივლის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩუტყვავილაზე ვაქცინაცია არ ხდება და ალბათ, კარგი იქნება, რომ ეს საკითხი დადგეს და ადრე თუ გვიან შევიდეს ეროვნულ კალენდარში და ბავშვები და ასევე ის მოზრდილები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან აიცრან, იმიტომ რომ იმ ადამიანებში, ვისაც იმუნიტეტის რამე პრობლემა აქვს ან ქრონიკული დაავადებები ჩუტყვავილა შეიძლება მათში სერიოზული დაავადება იყოს და მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად ფილტვის მხრივ, ნერვულის სისტემის მხრივ და ა.შ"., - თქვა მაია ბუწაშვილმა.

ჩუტყვავილას აცრა გეგმური აცრების ეროვნული კალენდრის ნუსხაში არ არის, ამიტომ ის მთავრობას არ შემოაქვს. ვაქცინის პოვნა, მხოლოდ კერძო ლაბორატორიებში და ისიც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, მისი ფასი 180-დან 250 ლარამდეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×