რეზონანსი
22.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იქნებ ამან კიდევ ერთი რევოლუციური ტალღა გამოიწვიოს. ამის შესახებ მან „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ბოლო ორი კვირა სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იყო, იმიტომ რომ ეგონათ, რომ ის მოვლენები რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალებას მისცემდა. ვიცით, რა მოწოდებები ჰქონდათ მათ ლიდერებს, რომ სად გავარღვევთ ახლა ჩვენ ამ ალყას და საავადმყოფოში შევვარდებით თუ პარლამენტში, ამას უკვე პროცესი დაგვანახებსო... ამიტომ, რა თქმა უნდა, იმ მომენტში სააკაშვილის გარდაცვალების საკითხი საერთოდ მოხსნეს დღის წესრიგიდან. ის რევოლუციური ტალღა არ გამოუვიდათ და ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციას ისევ წამოწევენ. ისევ დაიწყება საკვების არ მიღების ან მინიმალურად მიღების პროცესი, რომ ისევ დადგეს დღის წესრიგში ამ საკითხით სპეკულაცია. სახელმწიფომ ბევრჯერ განუცხადა, რომ ჩამოიყვანონ ექიმები და სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მათ შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ", - აცხადებს ქადაგიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×