რეზონანსი
22.03.2023

სრულად არ შეუწყვეტია კვება, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, თუმცა, არა იმ კალორაჟით რაც რეკომენდებულია, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ისედაც მცირე რაოდენობით იღებდა საკვებს, და კიდევ უფრო შეამცირა. რაც მთავარია, ჩვენს შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებაზე და პროცედურებზე უარს აცხადებს და აცხადებს სრულ უნდობლობას", - აღნიშნა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ემორჩილება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×