რეზონანსი
22.03.2023

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის" წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და მათ დარწმუნებას, რომ თითქოს, „ხალხის ძალამ" „რუსული" კანონპროექტი დააინიცირა.

„რასაც ამბობენ, იმის პასუხს მიიღებენ! მე ვარ მოღალატე და ტარიელ ნაკაიძე - სამშობლოს სიამაყე?! წავიდნენ, თუ არ მოსწონთ პარლამენტის 78 წევრი, რომელსაც ეს ქვეყანა სიგიჟემდე უყვარს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს", - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×