რეზონანსი
22.03.2023

მაკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ევროინტეგრაციაზე და ამ ხელისუფლების დროსაც მუშაობს, იტყვის, რომ მურუსიძის დაწინაურებით კანდიდატის სტატუსს მივიღებთ?!, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სამუშაო ჯგუფებში ვინც შევიდა, რა გამოიტანა იქიდან, რუსული კანონი?! მაკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ევროინტეგრაციაზე და ამ ხელისუფლების დროსაც მუშაობს, იტყვის, რომ მურუსიძის დაწინაურებით კანდიდატის სტატუსს მივიღებთ?! ამიტომაა, რომ ჩვენ გველაპარაკება ყველა უმაღლეს დონეზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ვითვლებით მათ პარტნიორებად ქვეყანაში და საერთო ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ რუსული რეჟიმისგან, რომელსაც ახლა „გამპრავებლად" ჰყავს მაკასნაირი ადამიანები",- აღნიშნა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ „საქართველოს სირცხვილია", რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ „რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა". ვაშაძეს მაკა

მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც გიორგი ვაშაძეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×