რეზონანსი
22.03.2023

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, მუხიანში მომხდარი შემთხვევის გამო, რა დროსაც მამაკაცი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება მიმდინარეობს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მამაკაცს, სავარაუდოდ, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ასევე, დამწვარი აქვს სხეული, კახა მურადაშვილი განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.

„ვარკვევთ, ვმუშაობთ. ადგილზე როგორც სასამართლო ექსპერტი, ისე კრიმინალისტები მუშაობენ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით", - განუცხადა ადგილზე ჟურნალისტებს კახა მურადაშვილმა.

მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ლიფტში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. საგამოძიებო მოქმედებები საცხოვრებელ კორპუსში და მის მიმდებარედ ამ დრომდე მომდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×