რეზონანსი
20.03.2023

საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა , - ამის შესახებ მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×