რეზონანსი
20.03.2023

არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა", „სირცხვილია" და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს ამ სექტორის დაფინანსების - პირიქით, ყველა ეს ხარჯი არის ფარული. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ინფორმაციის ნაწილს ნებაყოფლობით აქვეყნებენ - ზოგი დეტალურად, ზოგი უფრო ნაკლები დეტალიზებით, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს ხელში ბერკეტი, რომ ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რა ფინანსები შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა", „სირცხვილია" და ა.შ. ფაქტობრივად, ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან", - აცხადებს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×