
რადიკალი, ბოლშევიკური სამეული დადის ევროპაში და არ იღლება იმით, რომ მიაღწიოს თავის მიზანს - საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის სამეულზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სამეული ყველაფერს ჩადის და უკადრებელს კადრულობს, რათა თავისი მრუდეპარტიული დღის წესრიგი საკუთარი ქვეყნის, ერის წინააღმდეგ სისრულეში მოიყვანოს.
„მათ სურთ ყველაფერი გამოიყენონ რევანშისთვის. შავბნელი საქმეებით, რაიმე ფორმით, თუკი მიაღწევენ საწადელს, ყველაფერი ეს სურთ გამოიყენონ საპროტესტო, რევოლუციური მუხტის ასაწევად - რევანშისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად და რათა სააკაშვილი კვლავ დააბრუნონ ხელისუფლებაში. ესაა მათი ერთადერთი მიზანი", - განაცხადა მათიკაშვილმა.