რეზონანსი
20.03.2023

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მედიას მისმა შვილმა უთხრა, რომ ტურაშვილის მდგომარეობა ახლა ნორმალურია.

"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა" - უთხრა რადიო თავისუფლებას ანაკო ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "მე-17 სართულში" ემოციური მიმართვის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გადაცემაში ტურაშვილი "ქართული ოცნების" ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×