რეზონანსი
20.03.2023

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის აზრით, ივანიშვილს მწერლების მიმართ განსაკუთრებული ბრაზი და აქვს ამიტომაც არის დღეს ასეთი რეალობა.

„დათოს ყველანი ვუფრთხილდებით. ეთერშიც არ მომიწვევია, რადგან მირჩევნია ადრე დაიძინოს და ამ დროს იქით შეტევას ახორციელებენ. რცხვენოდეს ყაველაშვილს, რომელმაც დათო ტურაშვილის წინააღმდეგ ეს კამპანია ააგორა. აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დათო დღეს სასწრაფომ წაიყვანა. მან ათას სიბინძურეს ჩაუყარა საფუძველი, რაც ტურაშვილის წინააღმდეგ აგორდა.

თბილისი პატარა ქალაქია, ყაველაშვილი და მისი გარემოცვა ნერვიულობენ იმაზე, რომ მათ რუსეთთან დაახლოებულ პირებად განიხილავენ. თქვენ ისეთ რამეზე მოაწერეთ ხელი ბატონებო, რომ მოღალატის სახელი უნდა აიტანოთ. ივანიშვილს მწერლების მიმართ განსაკუთრებული ბრაზი და აქვს ამიტომაც არის დღეს ასეთი რეალობა”, – აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.

დღეს დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს  მართლა შეეწიროს.

რა თქვა სინამდვილეში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც ახლა ტურაშვილის ბულინგი ბრალდება? სინამდვილეში POSTV-ის ეთერიდან დეპუტატმა მწერალს საკმაოდ კორექტულად მიმართა.

„დათო ტურაშვილი „ხალხის ძალას“ რომ მოგვიწოდებს, რუსები ხართ და აღიარეთო, დათო, შენ კარგად მიცნობ მე და იცნობ დათო კაჭარავას, იცნობ ვიკა სანიკიძესაც და კახა კალაძესაც. იცნობ  კობიაშვილს, ჩვენ ზურგით გვიტარებია ჩვენი დროშა და როცა რაღაცას ამბობ, ის უნდა დაამტკიცო.

ჯერ ერთი, ზიხარ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირალების ფულით არის შექმნილი, შენი პატრონია დავით კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა.

მე აქამდე ღირსებით ვიცხოვრე. ჩადი შვეიცარიაში, იქ არის ჩემი დატოვებული  საქმე. მილანში არ ჩადიოდით? კახა კალაძეზე ისე იყო ყველა აღფრთოვანებული, როგორ დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე არიან.

ან თორნიკე შენგელიას რა გაუკეთეთ, ერთი წუთით რომ დაგვეშვა და თორნიკე საკალათბურთო ნაკრებიდან მოგვეკვეთა, ვიქნებოდით დღეს მსოფლიო  ჩემპიონატზე? ცოტა დაფიქრდით, ვის ელაპარაკებით.

იცის დათომ ჩემი დამოკიდებულება, პატივს ვცემ, სპორტი უყვარს და რაგბიზე გიჟდება, ხომ იცის რაგბისთვის რა აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს.

ახლა ამ ტელევიზიიდან, რომ ამბობ „ხალხის ძალაზე“ რუსიაო.. ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი. ვინ არის რუსი და ვინ არის შენზე მაგარი მოყვარული ამ ქვეყნის?!" – თქვა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×