რეზონანსი
19.03.2023

არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 2 ლარს ჩამოსცდა. შესაძლებელია თუ არა, რომ ბრენდირებული ტიპის საწვავის ფასი არაბრენდირებულს გაუთანაბრდეს - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე "კურიერი პიესში" აცხადებს, რომ გაიაფების პროცესი გაგრძელდება და მოლოდინია, რომ ფასები კიდევ უფრო უნდა დაკორექტირდეს.

"სურსათთან ერთად მნიშვნელოვანი პროცესია რაც დღეს საწვავის ბაზარზე ხდება იმიტომ, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენია. ჩვენი მოქალაქეებისთვის საწვავი არის ერთ-ერთი ის პროდუქტი, რომელიც მაღალი მოთხოვნით და ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თებერვალი იყო გამორჩეული, დაახლოებით 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა ყველა ტიპის საწვავზე, მარტშიც გაგრძელდა აღნიშნული პროცესი. დღეს არის მცირე ქსელები, სადაც 2-ლარიან ნიშნულს დაბლა არის ყველაზე მოთხოვნადი ბენზინ-რეგულარის ფასი. თუ ავიღებთ ბრენდულ და ქსელურ ავტოგასამართ სადგურებს, იქ ფასები საკმაოდ მრავალფეროვანია 2.10-დან 2.50-ის ფარგლებშია, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ მარკეტინგულ აქტივობებს, რომლითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, აქ დაახლოებით ჩვენ უნდა დავთვალოთ, რომ ტაბლოზე არსებული ფასებიდან დაახლოებით 5-15 თეთრის ფარგლებში იღებენ ფასდაკლებას. თუმცა გაიაფების პროცესი გრძელდება და მარტშიც, აპრილშიც ჩვენი მოლოდინია, რომ ფასები კიდევ უფრო უნდა დაკორექტირდეს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ერთის მხრივ ის, რომ კურსი გამყარებულია და ვხედავთ, რომ 2.6-ს ქვემოთაა. მეორე - ეს არის თავად საწვავის საერთაშორისო ფასები. ამიტომ, დღევანდელი მოცემულობით, შემდგომ პერიოდშიც უნდა ველოდოთ გაიფარებს. ალბათ საორიენტაციო ფასი 2-ლარიან არეალში იქნება ბენზინ-რეგულარის საწვავზე და მნიშვნელოვანია რომ ბენზინთან ერთად გაიაფების ტრენდი განვითარდეს დიზელის მიმართულებითაც," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×