რეზონანსი
19.03.2023

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვი გასულ კვირას შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია.

"აშკარაა, რას აკეთებენ ეს დრონები და მათი მისია სულაც არ არის მშვიდობიანი მისია საერთაშორისო წყლებში გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ დრონების ოპერატორების პირდაპირ ჩართულობაზე კონფლიქტში და ჩვენს წინააღმდეგ", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა. პენტაგონის განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.

მედიის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი ცნობილი პირდაპირი სამხედრო შეტაკებაა ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×