რეზონანსი
19.03.2023

დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი - ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოთხოვნაზე, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში პოლონელი ექიმები შეუშვან.

„ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად და პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, არამედ ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია და მათ შორისაა, ექიმების ჩამოყვანა. არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ - ამის შესახებ საუბრობს იუსტიციის მინისტრი, კლინიკა, მთავრობა, პოლიტიკოსები, ეს არყევს იმ სტრატეგიას, რომელიც ხაბეიშვილებს გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი. ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა", - განაცხადა ვოლსკიმ.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხელისუფლებას დღეს მიმართა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ მიზნით მან უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრს და ახლა ხელისუფლებისგან დროულ გადაწყვეტილებას ელოდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×