რეზონანსი
19.03.2023

სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცერი შევიდა.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ზოგადად უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს.

"არ არსებობს სტუდენტი, რომელიც ამას იტყვის, [რომ გაჩხრიკეს]. დაემთხვა, რომ წელიწადში ერთხელ ყოველ წელს, 2006 თუ 2007 წლიდან მართლწესრიგის ოფიცერი მოდის, ოჯახებშიც დადიან და ამოწმებს ვინ ცხოვრობს. დაგიკაკუნებს კარზე გაუღებ შეგეკითხება, არ გაუღებ, არ შეგეკითხება. ყოველ წელს დადის და აქამდე ამას არანაირი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია ბაგებში. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოსულა ეს მართლწესრიგის ოფიცერი. ვინც გაუღო კარი იმისთვის უკითხავს სახელი და გვარი და გასულა. არავითარი ჩხრეკა, ხელების გადაგრეხვა იქ არ ყოფილა. ეგ არის კანონით გათვალისწინებული მათი ქმედება. ეს ჩვენ ვიცით უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან. ჩვენ ხვალ მივმართავთ შსს-ს ოფიციალურად მოგვცეს პასუხი რაც მოხდა. იგივე, ოღონდ ოფიციალურად მოგცეს პასუხი. ძალიან მაინტერესებს ვინ ამბობს, რომ გამჩხრიკეს ან რაღაც. ასე არ არის, იმან თქვა, რომ გაჩხრიკეს და ჩხრეკა ჩატარდა ",- ამბობენ თსუ-ში.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს "მაისის სტუდენტური მოძრაობამ" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა. სტუდენტები ფიქრობენ, რომ მომხდარი მარტის აქციებში თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობას უკავშირდება და ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×