რეზონანსი
18.03.2023

დივერსიფიცირება ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ყოველდღიურად ჩვენი საქმიანობა შედგება იმისგან, რომ მოვიძიოთ დივერსიფიცირების ახალი წყაროები და ხელი შევუწყოთ მათ მშენებლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„დღესდღეობით საქართველოს გენერაციის ობიექტების ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 4600 მეგავატია. აქედან 75% მოდის ჰიდრორესურსებზე და 25% არის თბოგენერაცია ანუ გაზით წარმოებული ელექტროენერგია. ჩვენს ქვეყანაში მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ 4600 მეგავატი გაგვაჩნია ჯამური სიმძლავრე, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოხმარება ადგილობრივი რესურსით გავაჯეროთ და ვიყოთ თვითკმარი. ამისთვის შემოგვაქვს იმპორტირებული ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებიდან. ძალიან კარგი და სასურველი იქნება ადგილობრივად შევძლოთ თვითკმარი ელექტროენერგიის წარმოება ქვეყანაში ადგილობრივი რესურსების გამოყენების გზით და სწორედ ამას ემსახურება ის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა ინიცირებული", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×