რეზონანსი
09.02.2023

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებაში აზრს ვერ ხედავს. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე რეკორდსმენია საკუთარი პარტიის ასეთ მოკლე დროში გაბანძებაში.

„რას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას" ეს და არაფერს. მათ ხასიათში ზის საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, თორემ წარმოუდგენელია რამეს აძლევდეს. მე შემიძლია ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო, რადგან ის არის რეკორდსმენი. ასეთ მოკლე დროში თავისი პარტია არავის გაუბანძებია მსოფლიოში. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ასეთ მოკლე დროში არავის გაუმარგინალებია თავისი პარტია, რაც ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. რაღაცები დააანონსა, მოუწოდა საქართველოს და პარტიულ აქტივს ჩამოდით, დავდგეთო და მივიდა 127 ადამიანი, თუ რაღაც მსგავსი რაოდენობა. სუბიექტურად მრჩეველი რომ ვიყო მათი, ღმერთმა დამიფაროს, ვურჩევდი ამ ადამიანებს, რასაც აკეთებენ და ელემენტარულად ის მაინც შეუძლიათ, რომ მოვიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა ევროინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×