სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არასწორი რესტავრაციის პროცესით დიდი ზიანი მიადგა ძეგლს. ზოგადად რესტავრაცია ნელი პროცესია და არასწორი რესტავრაციის შედეგების გამოსწორება ასევე დროს ითხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გელათის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება გელათის მონასტერს, მე გახლდით მაშინ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ თეა წულუკიანი და სწორედ მაშინ, ჩვენმა კომიტეტმა მოიკვლია გელათის მდგომარეობა და ჩვენ ვიყავით ის, ვინც, ქალბატონ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საერთოდ საზოგადოებას გააგებინა თუ რა რთულ მდგომარეობაში იყო რესტავრაციის პროცესი. სამწუხაროდ წლების განმავლობაში არასწორი რესტავრაციის პროცესით დიდი ზიანი მიადგა ძეგლს. სწორედ ქალბატონი თეა წულუკიანი იყო ის, ვინც ეს საკითხები მოიკვლია. თქვენ გახსოვთ ის კრამიტი, რომლითაც ხდებოდა მისი გადახურვა და აღმოჩნდა, რომ არ იყო სათანადო ხარისხის, რომ გელათში არსებული კლიმატისთვის გაეძლო. ასე რომ, დიახ, სწორედ ჩვენი პარლამენტი არის მობილიზებული და ჩართული გელათის საკითხში. ქალბატონი თეა წულუკიანი ახლა არის კულტურის მინისტრი და უშუალოდ არის დაკავებული ამ საკითხებით. თავისთავად, როდესაც არასწორი მეთოდებით ხდებოდა რესტავრაცია, ამის გამოსწორება ან გადაკეთება ერთ დღეში შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც, ამ საკითხში ჩართული არიან მათ შორის უცხოელი ექსპერტები და მათი დასკვნის საფუძველზე მიდის პროცესი. ზოგადად რესტავრაცია ნელი პროცესია და არასწორი რესტავრაციის შედეგების გამოსწორება ასევე დროს ითხოვს",- აღნიშნა პაპუაშვილმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|