რეზონანსი
09.02.2023

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი. 2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×