რეზონანსი
09.02.2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იუწყება, ქალი კონტაქტური იყო, ის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქართველმა მაშველებმა, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×