რეზონანსი
09.02.2023

ომიანე ჯიქიას ქალიშვილი, ხათუნა ჯიქია, რომელიც ახლახან იტალიიდან დაბრუნდა, ამბობს, რომ მშობლები და ძმა ერთი კვირის წინ ნახა, თუმცა მშობლების სახლში ბადრი ესებუა არ დაუნახავს.

“მე გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, წუხელ თუ როგორ აღმოჩნდა ჩემს სახლში ბადრი ესებუა. ის ტანსაცმელი, რომელიც პოლიციამ ამოიღო ჩემი ძმისაა, მე გაკვირვებული ვარ. ესებუა ჩემი ნათესავია. იმყოფებოდა თუ არა ჩემი დის სახლში, გაგიდაში, ბადრი ამასაც ვერ დავადასტურებ, აბა რა გითხრათ. მამაჩემი ომიანე ცუდადაა, 10 დღის წინ გამოწერეს ქუთაისის საავადმყოფოდან, 80 წლისაა, სად შეუძლია ნერვიულობა, იმედია ყველაფერი გაირკვევა და მამას არ დააკავებენ“, – ამბობს ომიანე ჯიქიას შვილი ხათუნა ჯიქია.

ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×