რეზონანსი
08.02.2023

ჯიქიების ოჯახის სამივე წევრი, რომლებიც პოლიციელებმა დღის პირველ ნახევარში გადაიყვანეს დაკითხვაზე, ამ დრომდე ზუგდიდის სამხარეოს პოლიციაში იმყოფებიან.

თუმცა, "მთავარი არხის" ინფორმაციით, პროკურატურის მოთხოვნით, მათ ცოტა ხანში გამოუშვებენ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ჯიქიების დაკავებას არ ითხოვს, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, გარდა ამისა, ცოლ-ქმარი ხანშიშესულები არიან, მათ შვილს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯიქიებთან შეკითხვები ბადრი ესებუას შეფარებასთან დაკავშირებით აქვს. სამართალდამცველებს აინტერესებთ, რამდენ ხანს აფარებდა თავს ძებნილი მათ სახლს, ასევე ხომ არ ჰქონდა ადგილი ანგარების მიზნით დანაშაულის დაფარვას და ხომ არ გეგმავდა ჯიქიების ოჯახის საშუალებით, ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, ვინაიდან მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იქ ცხოვრობს.

ჯიქიები პოლიციამ მათ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა.

ცოტა ხნის წინ დატოვა ქუთაისში, სასჯელაღსრულების დაწესებულება დაკავებული ესებუას ადვოკატმა, რომელმაც თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დანაშაულს არ აღიარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×