რეზონანსი
08.02.2023

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ესებუა ბრალს არ აღიარებს

"ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა.

მისი განმარტება ესეთია, რომ იმ დღის მერე, როცა გაჟღერდა მასობრივ საშუალებებში სახელი და გვარი, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, შესაბამისად წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა." ამბობს ადვოკატი.

კითხვაზე, სად იმალებოდა 2 წლის განმავლობაში, ადვოკატი არ პასუხობს და ამბობს, რომ დღეს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ასეთ თემებზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს, ხოლო იმყოფებოდა თუ არა ესებუა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადვოკატი პასუხობს - "არ გამოვრიცხავ, რომ იყო იქაც, თუმცა უმეტესწილად შეიძლება აქაც ყოფილიყო"

ადვოკატის თქმით, როგორც ესებუამ უთხრა, ის ჯიქიებთან არ იმალებოდა და იქ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ესებუას აქვს თავისი მოსაზრებები, თუ ვის შეეძლო დაესმინა ის, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციას უფლებადამცველი არ აჟღერებს.

უფლებადამცველის თქმით, ესებუას არ ჰქონდა სამართლიანობის იმედი, იმ ფონზე, რომ მისი ძმა უდანაშაულოდ დააკავეს, შესაბამისად იმყოფებოდა მიმალვაში.

ადვოკატის განცხადებით პოლიციამ დღეს ე.წ. სპორტული პისტოლეტი აღმოაჩინა - "ბუნებრივია საფრთხეს გრძნობდა, არ გამოვრიცხავ ჰქონოდა" - ამბობს ადვოკატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×